ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლაში უნდა დავაბრუნოთ აღმზრდელობითი პედაგოგიური კომპონენტი

სკოლა უნდა გახდეს ფასეულობებზე ორიენტირებული. ჩვენ სკოლაში უნდა დავაბრუნოთ აღმზრდელობითი პედაგოგიური კომპონენტი, – აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში”  გააკეთა.
”პირველ რიგში ჩვენ სკოლის დანიშნულებაზე ვართ შესათანხმებელი. რაღაც მომენტში საზოგადოებამ ჩათვალა, რომ სკოლა არის მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტი, რაც დიდი შეცდომაა. ცოდნა არის კარგი ადამიანების აღზრდის ინსტრუმენტი და ჩვენ თუ არ მოგვწონს განწყობა და ტოლერანტობა ჩვენი თანამოქალაქეების, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი მათი აღზრდიდან მომდინარეობს… სკოლა უნდა გახდეს ფასეულობებზე ორიენტირებული. ჩვენ სკოლაში უნდა დავაბრუნოთ აღმზრდელობითი პედაგოგიური კომპონენტი. სკოლა უნდა შფასდეს იმით თუ რამდენად განვითარებულები არიან მისი მოსწავლეები როგორც ფიზიკური, ასევე, სოციალური თვალსაზრისით”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები