ბათუმი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ყაზახეთში

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. მგზავრთა ნაკადის შემოდენების მაჩვენებლები გაზრდილია არა მხოლოდ აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამას ეხება სტატია სათაურით „Грузия стала одним из самых популярных направлений года – SCAT”, რომელსაც ყაზახური საინფორმაციო სააგენტო, www.tengrinews.kz აქვეყნებს.
„SCAT”-ი ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელმაც ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელება წელს დაიწყო. კომპანიის მიერ წლის შედეგების შეჯამების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტი ფრენა ავია-კომპანიამ სწორედ საქართველოს მიმართულებით შეასრულა.
„ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად დანიშნული პირდაპირი რეისი აქტაუ-ბათუმი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი გამოდგა. ზაფხულის სეზონზე ფრენების საშუალო დატვირთვამ 85%-ი შეადგინა. ბათუმის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობის მაქსიმალური ზრდის პარალელურად, ასევე გაზრდილია ფრენების მაჩვენებელი აქტაუ-თბილისის უკვე 18 წლიან ტრადიციულ რეისზე – გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით 2016 წლის ბოლო 10 თვეში მგზავრთა 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. მგზავრთა ნაკადის ზამთრის სეზონზე ზრდისათის ავიაკომპანია მგზავრებს წამახალისებელ აქციებს სთავაზობს. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გამგზავრება უფრო სასურველი და საინტერესო რომ გახდეს, „SCAT”-ის ყოველი მგზავრი, რომელიც ბილეთებს 21 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეიძენს, ექნება შანსი მოიგოს ნანატრი უიქენდი თბილისში, უზრუნველყოფილი საცხოვრებელით და დატვირთული კულტურული პროგრამით. დამატებით პრიზებად კი დაწესებულია ორმხრივი ბილეთი კომპანია „SCAT”-ის ნებისმიერ საერთაშორისო და შიდა მიმართულებაზე. ავიაკომპანია „SCAT”-ი ზამთრის სეზონზე საქართველოს მიმართულებით მინიმუმ 25 000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს”, – წერს ყაზახური სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები