თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონია გაიმართა

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, ჯეიმს ჰოლბრუკი, საქართველოში ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, აშშ-ში ბრუნდება. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ჯეიმს ჰოლბრუკი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ჯეიმს ჰოლბრუკის მიერ გაწეული შრომა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გახნისა და ფუნქციონირების საქმეში. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატო-საქართველოს ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები და თავდაცვის ატაშეები, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები