„მაღლივი“ კორპუსის მიმდებარედ 260 ხე-მცენარე დაირგო

სეზონური გამწვანების ღონისძიებები, დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხეები თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, დარგო.
მე-10 („მაღლივი“) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
„ინტენსიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქში. დღეს „უნივერსიტეტის“ „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია თსუ-ს პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები