“საქართველოში არის საგანგაშო სიგნალი, მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში აღემატება 11%-ს”

საქართველოში არის საგანგაშო სიგნალი, მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში აღემატება 11%-ს, მარიხუანას ლეგალიზაციასთან ერთად მოიმატებს მისი მომხმარებლის რაოდენობაც, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოსახლეობაში ჩატარდა კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების კუთხით.
ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანა 13 წლამდე ასაკის მოზარდებში გასინჯული აქვს 11%, რასაც ის საგანგაშოდ თვლის.
“საგანგაშო სიგნალად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველოში 13 წლამდე ბავშვებში მარიხუანას მოიხმარს 11%, ზოგადად, როცა მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია, გაიზრდება მისი მომხმარებლის რიცხვიც,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.
იგი თვლის, რომ მარიხუანა არის ის ნარკოტიკი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს და მითი იმაზე, რომ მარიხუანა არ არის მავნებელი, მცდარია.
“მარიხუანა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ის არის ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ კანონის მიღების დროს უნდა შეფასდეს რისკები.
ადამიანები ციხეში არ უნა ხვდებოდნენ მარიხუანას მოხმარებისთვის, მაგრამ არც პედესტალზე არ უნდა აგვყავდეს და ტაშს არ უნდა ვუკრავდეთ,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.
მისი აზრით, საკანონმდებლო ლიბერალიზაციის დროს, მოსახლეობა არ უნდა დარჩეს შეუიარაღებელი და აგრესიული პროპაგანდის პირისპირ.
ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით საქართველოს მონაცემი იდენტურია ევროპული ქვეყნების.
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე თვლის, რომ დროულად უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.
“საქართველოში თამბაქოს მოიხმარს 30% , ხოლო ალკოჰოლს 40%, ეს მონაცემებია თითქმის ევროპის ქვეყნებშიც. ქვეყანამ დროულად უნდა მოახდინოს პრევენცია თუ უკვე დაგვიანებული არ არის. ჩვენ გვქონდა ევროსაბჭოსთან არსებულ პრევენციის ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც იყო განხილული რამდენიმე მოდელი, მათ შორის ეს ექსპერტები მუშაობენ ლიბერალიზაციის საფუძვლებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები