გადარჩენილი პაციენტები სასწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდნენ – ღონისძიება „ჩვენი გადარჩენისთვის“ გაიმართა – ფოტო , ვიდეო

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრისა და მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით ღონისძიება – „ჩვენი გადარჩენისთვის“ გაიმართა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები მათ მიერ გადარჩენილ პაციენტებს რესტორან „ვაინშტეფანში“ შეხვდნენ და გაიხსენეს ისტორიები, თუ როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ისინი. ღონისძიებას სხვადასხვა კლინიკების დირექტორები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ექიმები და მათ მიერ გადარჩენილი პაციენტები დაესწრნენ.
პაციენტებმა ექიმებს გაწეული დახმარებისთვის და მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ასეთი ტიპის ღონისძიებები, ასეთი სითბოს გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ მთელი ქალაქის მასშტაბით გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე და თავდაუზოგავად აკეთებენ ამ ყველაფერს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მათ, ვინც ამას საჭიროებს.
ჩვენს რიგებში ძნელად მოიძებნება ექიმი, რომელსაც ცენტრში მუშაობისას თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ჰქონდეს გადარჩენილი. ისინი გმირები არიან, რომელთა შრომის დაფასების ერთ-ერთი და, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოხატულება, სწორედ რომ გადარჩენილი პაციენტის მადლობაა “, – აღნიშნა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ.
„როგორც მსახიობს სჭირდება დარბაზი, საპასუხო ენერგია და ტაში, ასევე ექიმისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მადლიერი პაციენტი, სხვა ენერგია მოაქვს, სხვანაირად ქოქავს ექიმის ყოველდღიურ მუშაობას. ასე რომ, არამხოლოდ სასწრაფო სამსახურის ექიმებმა, არამედ მეც ძალიან სასიამოვნო მუხტი მივიღე დღევანდელი საღამოსგან“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს და მხარდამჭერს – რესტორან „ვაინშტეფანს“, რომელმაც არაჩვეულებრივი საღამო მოგვიწყო და უმასპინძლა როგორც პაციენტებს, ასევე ექიმებს. ვფიქრობ, რომ საღამო ნამდვილად შედგა. ეს იყო ემოციით დატვირთული არაჩვეულებრივი საღამო. შემთხვევები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გვაფიქრებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის და რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს უბრალოდ ღიმილით და მადლიერებით“, – განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უნარჩუნდება სიცოცხლე. გარდა იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმებს პროფესია ავალდებულებთ, დახმარება აღმოუჩინონ რთულ სიტუაციაში მყოფ პაციენტებს, მათ უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაც აქვთ, რისი მაგალითებიც ჩვენს ყოველდღიურობაში არცთუ იშვიათია.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის საქალაქო სამსახური. მისი მასპინძელი კი რესტორანი „ვაინშტეფანი“ იყო.
15037110_1131247243590941_2367365705561761029_n 14993307_1131247260257606_4646027171012032838_n 14937226_1131247200257612_8389091223812139095_n 14956450_1131247203590945_4961466560676845687_n 15036162_1131247176924281_4268520117045686014_n 15032727_1131247146924284_6095920170507636704_n 14925363_1131247126924286_872973362511720996_n 15037105_1131247123590953_2008092116701867108_n 15036427_1131246916924307_2727952962439787893_n 15027702_1131246920257640_7934962903552063009_n 14925316_1131247063590959_3836100923742917988_n 15027862_1131246923590973_1175860344113350721_n 15032175_1131247083590957_3189944477668046262_n 14963296_1131247040257628_1922588512117052970_n 14925415_1131247036924295_5741987272524242407_n 14947651_1131246970257635_3335228498282085547_n 14956631_1131246956924303_4166315660340583544_n 15032039_1131246966924302_8499313184623620026_n15046447_1515130691836249_1350248030_n 15033686_1515130658502919_1985940110_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები