„ჯორჯიან თაიმსი“ და გორბი საქართველოს საუკეთესო კომპანიებს და ბიზნესმენებს გამოავლენს

მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და გორბი „გარდენ ჰოლში“ 10 ნოემბერს მე-17 ბიზნესრეიტინგს გამართავენ, სადაც საქართველოს საუკეთესო კომპანიებს და ბიზნესმენებს გამოავლენენ.
ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა – პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება “Investment Awards”, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. წლის საუკეთესო ინვესტორი გარდამავალი ჯილდოთი დაჯილდოვდება.
მედია ჰოლდინგი “Georgian Times” და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.
პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნესრეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.
ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები