გერმანელი მაგისტრანტები საქართველოს საჯარო სკოლებში, თეატრის პედაგოგიკის დასანერგად, სემინარებს გამართავენ

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიიდან 10 მაგისტრანტს მასპინძლობს. როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, ბერლინის, კიოლნის, ჰამბურგის და მიუნჰენის უნივერსიტეტებიდან ჩამოსული მაგისტრანტები სპეციალური პროგრამის „SCHULWÄRTS!“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტებს გაიცნობენ. ამასთანავე, გერმანელი მაგისტრანტები ქართველ კოლეგებთან ერთად სამდღიან სემინარში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც საჯარო სკოლებში გაკვეთილის მსვლელობისას თეატრის პედაგოგიკის დანერგვას შეეხება.14962351_1284818798207277_830573797_n
​ამ მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო-მეთოდოლოგიურ სემინარებს გოეთეს ინსტიტუტში ატარებს მიუნჰენიდან სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული თეატრის პედაგოგი – მარტინ კრაფტი. 7-დან 14 ნოემბრამდე გერმანელი და ქართველი მაგისტრანტები თბილისის N 43 სკოლის გარდა, საქართველოს რეგიონების – ქუთაისის N 1-ლ და N 35-ე, რუსთავის N 21-ე, ვანის, ზუგდიდის N 3-ე, გელათის, ახალციხის N 6-ე, ბაღდათის N 2-ე და კახათის N 1-ლ გერმანულენოვან საჯარო სკოლებში მოკლევადიანი პრაქტიკისათვის გადანაწილდებიან და ახალი მეთოდით გაკვეთილებს ჩაატარებენ.
სწავლების ინოვაციური მიდგომა ენის ტრადიციულ სწავლებას სცილდება და გერმანული ენის გაკვეთილის დროს ენის შესწავლას თეატრის პედაგოგიკაზე დაყრდნობით გულისხმობს.
​გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის „SCHULWÄRTS!“ მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტის მიზანია, ორი ქვეყნის მაგისტრანტებს საშუალება მიეცეთ, ერთმანეთს ის გამოცდილებები გაუზიარონ, რომელიც გერმანიისა და საქართველოს სასკოლო სისტემასა და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში არსებობს. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციების გაძლიერებას, რაც სწავლების მაღალი ხარისხისთვის ასე მნიშვნელოვანია .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები