„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას აუცილებლად მიიჩნევენ

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენაზე მთავრობის ინიციატივას ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით, საწყის ეტაპზე ლიბერალური დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოს.
„ჰაერის დაბინძურება და ავტოავარიები პირდაპირ არის დაკავშირებული ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობასთან. ეს ტექდათვალიერება ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. მიმდინარე ეტაპზე ბევრი ავტომობილი ნამდვილად ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, თუმცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ტექდათვალიერება აუცილებლად უნდა შემოვიდეს, შეიძლება საწყის ეტაპზე იყოს ლიბერალური მიდგომა, თუმცა მოგვიანებით, ეტაპობრივად გამკაცრდეს“,-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები