ენერგეტიკის მინისტრი: არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს არ არსებობს

ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ტარიფების შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
როგორც მინისტრმა „თელასის“, „ენერგო პრო ჯორჯიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომავალი წლის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ტარიფების დადგენა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.
„ჩვენ ასეთ წინაპირობას ვერ ვხედავთ. ეს არის პროცედურები, რომლებიც გაწერილია სემეკის პროცედურებში. ამ ეტაპზე ვერანაირ წინაპირობას, რომ ტარიფი გაიზარდოს, მე ვერ ვხედავ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა სემეკს, მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით, უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები