მთავრობა ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს

საქართველოს მთავრობა ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგს გამართავს.

„პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერება) ამოქმედების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ ბრიფინგს გამართავს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო 2017 წლიდან გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები