კასპში საბავშვო ბაღები გარემონტდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა.
2014-2016 წელს ქალაქ კასპში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 ბაგა-ბაღს. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. კასპის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 391 912 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში, კასპში მცხოვრები 1572-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ, როცა, 2013 წლამდე, მუნიციპალურ ამორტიზებულ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 1040 ბავშვი დადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები