თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებაა.
ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სააკაძის, მანჯგალაძის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ქართველიშვილის, ბეჟანიშვილის, დადიანის, ქსოვრელის, ლომთათიძის, ქართლის, დაისის, კნოლევის, თმოგვის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის და იმერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში კაბელების გამოკვლევის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები