დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძის კანდიდატურა განიხილება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ადასტურებს, რომ აღნიშნული კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე აკაკი ზოიძის კანდიდატურა განიხილება.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი სხვა კანდიდატურას არც განიხილავს. ხუნდაძის განცხადებით, მომავალი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს თავადაც დააკომპლექტებს.
„მე აუცილებლად ვიქნები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, თუმცა რა თანამდებობაზე, ამას ძალიან მალე გაიგებთ“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრის შეფასებით, ჯანდაცვის კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომიტეტი იყო, რომელიც საზოგადოებას მომავალი 4 წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები