სანდრო კაკულიას ძმის ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა

 სანდრო კაკულიას ძმის ცხედარი წავკისში მეზობლის გოგომ აღმოაჩინა.
მეზობლების ინფორმაციით, ირაკლი კაკულიას ცხედარი მეზობლის გოგონამ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, აივანზე, თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვა. სახლი კაკულიების ნათესავს ეკუთვნის.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ორი დღე ეძებდნენ. იკას ტელეფონზე ურეკავდნენ და არ პასუხობდა. აქ ხშირად იყო. თბილისიდან ამოდიოდა და მარტო რჩებოდა ხოლმე. სახლის პატრონი აქ მხოლოდ ზაფხულში მოდის. თბილისიდან დარეკეს და გვითხრეს, ზარი გადის და არ პასუხობსო. მეზობლის გოგოს, აივანზე, თოკზე ჩამომხრჩვალი იკა უნახავს და ცუდად გამხდარა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები