ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით სპორტული ფესტივალი გაიმართება

ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი.

მათივე ინფორმაციით, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით. I ადგილზე გასულ 5 მონაწილეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულ 5 მონაწილეს – 70 ლარი, III ადგილზე გასულ მონაწილეებს კი – 50 ლარი.

დღეს,10:00 საათზე სპორტული ფესტივალი ჭადრაკის სასახლეში გაიხსნება, სადაც ჭადრაკში ტურნირი გაიმართება, 14:00 საათზე კი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე Arena 1-ზე ჩატარდება შეჯიბრი სროლაში. 6 ნოემბერს კი 10:30 საათზე სპორტული ფესტივალი გასართობ ცენტრ ”ასტრა პარკში” გაგრძელდება, სადაც გაიმართება შეჯიბრი კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში. ტურნირებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ადგილზე გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები