თენგიზ ფხალაძე: თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ ქართველი ხალხი რუსეთის ნაბიჯებს შეეგუება, ძალიან ცდება

თუკი დღეს ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, ძალიან ცდება, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, რუსეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ძალისხმევა ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მტკივნეული თემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს.
„თუკი დღეს ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, ძალიან ცდება. მაგალითად რა ნაბიჯიც გუშინ გადაიდგა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მცოცავი ოკუპაციის და ფარული ანექსიისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია ჩვენ ამას შევეგუებით, ძალიან ცდება. არავითარ შემთხვევაში. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია და ყოველთვის იქნება მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს თემატიკა, ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ყოველთვის, მაქსიმალურად აქტიურად იყოს წამოწეული საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა ფხალაძემ.
გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები