ნინო ლომჯარია: აუდიტის სამსახური დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და პროგრესირებადი საჯარო დაწესებულებაა

„აუდიტის სამსახური, ვფიქრობ, რომ დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე პროგრესირებადი საჯარო დაწესებულება“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალდანიშნულმა პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მან გამოცხადებული ნდობისთვის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას წარმატებით ცდილობს.
„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ აუდიტორს გამოცხადებული ნდობისთვის. აუდიტის სამსახური, ვფიქრობ, რომ დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე პროგრესირებადი საჯარო დაწესებულება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს, რომ დანერგოს აუდიტის საქმიანობის განხორციელების საერთაშორისო სტანდარტები და ეს მიღწევები არის აღიარებული არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ.
სწორედ ეს გარემოებები იყო საფუძველი იმისა, რომ მე დავთანხმდი და მივიღე ეს შემოთავაზება. ასევე დავამატებდი, რომ წლების განმავლობაში საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული საქმიანობა იყო არასამთავრობო სექტორში ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. დღეს უკვე, საჯარო მოხელის სტატუსით, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაში მივიღო მონაწილეობა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს საჯარო ფინანსების განკარგვა მოხდეს კანონიერად, ეფექტურად და მიზნობრივად, რაც მთავარია“,-განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები