ლაშა თორდიამ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია დაინიშნა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა წარმოგიდგინოთ ნინო ლომჯარია. საზოგადოებისთვის ცნობილია ნინოს საქმიანობის შესახებ. იგი მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში, როგორიც არის წინასაარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება, გამჭვირვალე სისტემების ფორმირება საქართველოში. შესაბამისად, მისი ცოდნა, გამოცდილება და რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებისა და ამოცანებისთვის.
ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით აუდიტის სამსახურმა შეიძინა კადრი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და მისი გამოცდილება წაადგება იმ იმ გუნდის საქმიანობას, რომელსაც დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია დასაქმებული.
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები დიდი ხნის მანძილზე ნინოსთან და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეერთებოდა ჩვენს გუნდს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. პირველი მოადგილის კანდიდატურა იყო ვაკანტური. შესაბამისად, ნინოსაც დაემთხვა ისე, რომ იგი აღარ იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სწორედ ამ შესაძლებლობით ვისარგებლეთ. გადანაწილდება სფეროები და ჩემი ბრძანებით დამტკიცდება“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები