გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა, “ბაგრატაშენის” ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს “ბაგრატაშენის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
მხარეებმა ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
სერჟ სარგსიანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები