ვარძიის ტაძარში ხანძრის შედეგად გაჭვარტლული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება

ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძრის შედეგად გაჭვარტლული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. სპეციალისტების თქმით, უკვე შერჩეულია მეთოდი თუ როგორ უნდა აღდგეს ფრესკები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი კონსერვაცია მოხდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მონასტრის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ სახეს დაახლოებით ერთ თვეში დაიბრუნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკები გაიჭვარტლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები