დემირელის კოლეჯს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები რაიან კოენიგი და მედიკო ქოჩორაძე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს ესტუმრნენ. კოლეჯის მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუმრები შეხვდნენ სკოლის ხელმძღვანელობას და მოსწავლეებს, დაათვალიერეს სკოლის ახალი შენობა, ლაბორატორიები და საკლასო ოთახები. საელჩოს წარმომადგენლები გაეცნენ კოლეჯის დაარსების ისტორიას, მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატებებს, განსაკუთრებით მოიხიბლნენ ნორჩი გამომგონებლების ნიჭიერებით. რაიანმა კოენიგმა კოლეჯის შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. მან სკოლის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და სამომავლო სტუმრობის პირობაც დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები