ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაცვლილის ახლობლების მისვლას ხმაური მოჰყვა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაცვლილის ახლობლების მისვლას ხმაური მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქელაძის დედა ექიმთან შეხვედრას ცდილობდა. ინციდენტში, კლინიკის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟი ჩაერთო. ვითარების განსამუხტად გარდაცვლილის ნათესავებთან განყოფილების უფროსი ოლეგ სინაურიძე მივიდა, თუმცა მისმა გამოჩენამ ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია.
სინაურიძის თქმით, გოგონას გარდაცვალებაში ექიმ მამუკა მიქაძის ბრალეულობა არ იკვეთება და მას პრობლემები საკეისრო კვეთის ჩატარებამდე ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ 23 წლის გოგონა გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში სამედიცინო დაწესებულებას ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები