გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრნენ.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ გამოფენა დაათვალიერეს და მხატვარს საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.
საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები