აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რესტორანში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, იტალიურ ეზოში მდებარე რესტორანში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა რესტორნის სამზარეულოში იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლის ლოკალიზება 4 სახანძრო მანქანის საშუალებით მოხერხდა.
“დაიწვა დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე ოთხი სახანძრო მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია”, – აცხადებენ პრესსამსახურში.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები