კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადაო შენობის დამდგენი კომისიის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ახალი დადგენილება მიიღეს, რომელიც რელიგიის სააგენტომ მოდავე მხარეებს – მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს გააცნო.
დადგენილება ორი მუხლისგან შედგება: პირველი – სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გამოისყიდოს ის შენობა, რომელშიც მუსლიმი მრევლი ამ დროისთვის დროებით ლოცულობს და მეორე- სოფლის ტერიტორიაზე შეისყიდონ მიწის ფართობი, სადაც სახელმწიფო, საკუთარი ხარჯებით, ახალ მეჩეთს ააშენებს.
შეხვედრას რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე ესწრებოდნენ.
სადავო შენობის დაცულობასა და წარმომავლობაზე კი ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იმუშავებს.