ჩანთების შემსუბუქების პარალელურად, შესაძლოა, გაკვეთილების რაოდენობაც შემცირდეს

“მომავალ წელს და იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია და ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ადრინდელი.
„გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ  ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს.
მეორე ცვლილება ის იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს, ნებაყოფლობით ალტერნატივად, ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, მას ამის საშუალება უნდა არსებობდეს, თუმცა  ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს.
ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ“, -განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები