“გარდენია შევარდნაძე”-ში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე “გარდენია შევარდნაძე”-ში მომხდარი ხანძარი შესაძლოა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”-ს მიერ წარმოებული სამუშაოებით იყო გამოწვეული, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ეხმაურება.
„ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან კომპანიის თანამშრომლები აღნიშნული ობიექტიდან მოშორებით აწარმოებდნენ სამუშაოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები