დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა- რას აცხადებს ხულოს გამგებელი

დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა.
თოვა გამთენიისას დაიწყო, რის შემდეგაც ხულოს მუნიციპალიტეტის 25 სოფელს ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც “კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, იმ სოფლებს, სადაც აღდგენით სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მისივე თქმით, საავტომობილო მიმოსვლა არც ხულო-ახალციხის მიმართულებით და არც შიდა სასოფლო გზებზე არ შეფერხებულა. თოვს ასევე შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სადაც ნალექმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები