აჭარაში ციტრუსი დაისეტყვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სეტყვამ ქობულეთსა და ხელვაჩაურში ციტრუსის ბაღები დააზიანა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლაშა კომახიძის განცხადებით, ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც მათი მოსავალია დაზღვეული.
“იმ შემთხვევაში, თუკი ტელეფონი დაკავებულია, მეციტრუსეებს შეუძლიათ დარეკონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტელეფონის ნომერზე:577 30 29 93. მივმართავ ფერმერებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ დაზღვევა, მათ შეუძლიათ 10 ნოემბრამდე დააზღვიონ ციტრუსი”, – აცხადებს კომახიძე.
სოფლის მეურნეობის მოსავალზე დაზღვევის 70 %-ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენს – თავად ფერმერი. სადაზღვეო კომპანია დაზარალებულ მეციტრუსეს კილოგრამ მანდარინში 50 თეთრს გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები