თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 17:40 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის №42, №43, №55ა, №55ბ, №55გ, ასევე „თბილბინადმშენის“ საცხოვრებელი კორპუსებისა და №36-ის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება ხვალ, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები