მოსწავლის ძველი სამგზავრო ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება

თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება.
თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს” შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა.
მოსწავლის მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა ახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის” სერვისცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).
მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავათიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:
მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;
დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი სასურველ ნივთებში გადაცვალოს.
სულ თბილისის მერია 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს, რაც მომავალშიც იმავე რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები