ადიგენის მოსახლეობას უგზობის პრობლემა აღარ შეაწუხებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა.
2013-2016 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 234 547 ლარის, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 274 721 ლარის ღირებულების საგზაო პროექტები დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზების (23 დასახლებული პუნქტი) რეაბილიტაციას მოხმარდა.
დასაფინანსებელი პროეტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ გზებზე გამახვილდა, რომლებიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.
დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის 8770 მცხოვრებს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები