2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმში კავკასიის მასშტაბით პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართება.

ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნესფორუმს (IBF Batumi) მასპინძლობს. ღონისძიებას 6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის 800 დელეგატი დაესწრება.

სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სწორედ ლიდერის პოზიცია და შესაბამისი გამოცდილება გახლდათ.

ფორუმში მონაწილე ყველა სპიკერი მისი სფეროს ნამდვილი ლიდერია: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი ქოუჩი და ბიზნესტრენერი, 30 ბესთსელერისა და პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, მსოფლიო მოაზროვნეთა 50-ეულის წევრი, პროფესორი მარშალ გოლდსმითი; ცნობილი იტალიელი არბიტრი, უეფას მსაჯთა უმაღლესი ოფიცერი, მწრთვნელი და მოტივაციური სპიკერი პიერლუიჯი კოლინა; კომპანიების “პორშესა” და “ლამბორგინის” ექსაღმასრულებელი დირექტორი, 7 ინოვაციური კომპანიის დამფუძნებელი მსოფლიოს მასშტაბით, მოტივაციური სპიკერი კევინ გასკელი; რაგბის ლეგენდა, All Blacks-ის ექსკაპიტანი, Front Row Leadership-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მოტივაციური სპიკერი შონ ფიცპატრიკი; საჯარო გამოსვლების მსოფლიო ჩემპიონატის სიის N1 სპიკერი, ერთ-ერთი ცნობილი ქოუჩი და ბიზნესტრენერი დანანჯაია ჰეტიარაჩჩი; Tribal Leadership (New York Times N1 ბესთსელერი) თანაავტორი, არაერთი გლობალური ინსტიტუციის დამაარსებელი, მოტივაციური სპიკერი ჯონ კინგი.

როგორც ფორუმის ორგანიზატორი, კომპანია “პროსპექტის” დამფუძნებელი გუგა კობახიძე აცხადებს, აღნიშნული ფორუმი სფეროს პირველი და ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში.

“ეს არის უნიკალური ფორმატის მქონე ბიზნესფორუმი, რომელიც აერთიანებს, ერთის მხრივ, მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, და მეორე მხრივ, სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებსა და მედიას. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფორუმის მთავარი თემა იქნება “ლიდერები” სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სწორედ ლიდერის პოზიცია იყო. შესაბამისად, აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც დელეგატებს საშუალებას აძლევს, გაიზიარონ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესსპიკერებისა და წარმატებული ადამიანების გამოცდილება”, – განმარტავს გუგა კობახიძე.

ღონისძიება 2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ეიფორიაში გაიმართება. დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა, ასევე პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება მისამართზე: www.ibf.ge, ასევე სოციალური სივრცის პროფაილ პორტალებსა და ბლოგებზე შეუძლიათ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები