საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

საქართველოს ზოგიერთ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგი-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
“ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1400 აბონენტს, ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: ხიხაძირი, წაბლანა და კვატია;
2 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე 400 აბონენტს ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექსებში, “მაგნოლია” და “პროგრესი”, 12:00-დან 14:00 საათამდე 3070 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში: საქადაგიანო, ნინოწმინდა, ფერმა, ტეზი, ოკამი, ლამისყანა და თვაურები, 303 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში – ოძისი და ახმაჯი;
3 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე 800 აბონენტს ზესტაფონის რაიონის სოფლებში – შროშა და საწაბლე, 10:00-დან 17:00 საათამდე 1600 აბონენტს ხარაგაულის რაიონის სოფლებში: საქასრია, ხევი და ძირულა, 11:00-დან 14:00 საათამდე 1165 აბონენტს ჩოხატაურის რაიონის სოფლებში: საჭამიარისი, ბურნათი და ჩომეთი”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები