იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
“იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.
მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 6.6 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები