თამაზ ნავერიანი: მარნეულში ამომრჩევლის არანაირი მოსყიდვა არ ხდება

მარნეულის №36 ოლქში, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანის თქმით, არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.
ნავერიანი ამომრჩევლის მოსყიდვას, ან რაიმე დარღვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
”მოლოდინი არის ძალიან კარგი. არჩევნები მიმდინარეობს დემოკრატიულ ვითარებაში. გვაქვს სურვილი, რომ ასე მშვიდად ჩატარდეს არჩევნები. არანაირი
მოსყიდვა არ ხდება ამომრჩევლის და არც რაიმე დარღვევაზე გვაქვს ინფორმაცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს მარნეულში, 85-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები