ქირურგიის ეროვნული ცენტრი 70 წლისაა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 70 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ და კლინიკური ქირურგიის ცენტრში იუბილე აღნიშნეს.
​როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურიდან აცნობეს, ეროვნული ცენტრი საუკეთესო ტრადიციების მქონე საავადმყოფოა, რომელიც აკადემიკოსმა გრიგოლ მუხაძემ დაარსა 1946 წელს.
1948 წლიდან ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მეცნიერი, ქირურგი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის მშენებლობა და ფორმირება, უმნიშვნელოვანესი მიღწევები, სამეცნიერო-კვლევითი და სამკურნალო კომპლექსის შექმნა. ამ საავადმყოფოში ჩატარდა საქართველოში პირველად სხვადასხვა ქირურგიული და კარდიოლოგიური ოპერაციები, პირველად გაკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია.
​იმ წლებში ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ სხვა თვალსაჩინო მეცნიერებიც: ელენე სემენსკაია, ეგნატე ფიფია, გიორგი იოსელიანი (რომელიც კონსტანტინე ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში ინსტიტუტს), ოთარ ბურჯანაძე, გაიოზ ვასაძე, ნოდარ ბოხუა, გივი ხვედელიძე, თენგიზ ახმეტელი, ციალა აბაკელია, გიორგი ოდიშვილი, ჯუანშერ კანდელაკი, შალვა მახარაძე, თამარ ჟვანია, თინათინ ჯაფარიძე, გივი ფანცულაია, გიორგი გიორგაძე, ვლადიმერ ფუფინი, გიორგი ნაცვლიშვილი, მარიამ მაჩაბელი, ალექსი ეფრემოვი, ავთანდილ ქურხული, ფილიპე დოლიძე, სერგო ჭილაია, გიორგი ტატიშვილი, ლავრენტი მანაგაძე, ბადურ მოსიძე, გივი ორჯონიკიძე, გურამ რცხილაძე და სხვები და სხვები…
​სწორედ აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 127 წლის იუბილე აღინიშნება ქირურგიის ეროვნული ცენტრის საიუბილეო თარიღთან ერთად. 70 წლის იუბილეზე ქირურგიის ეროვნული ცენტრში ახალი სერვისების პრეზენტაცია მოეწყო. ამ დღესთან დაკავშირებით, სტუმრად იმყოფებიან SHIMADZU –ს ევროპის ოფისის პრეზიდენტი მასუმ ოკავაიდა სხვა იაპონელი კოლეგები.
​კონფერენციაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი თემები, ნოვაციები, ახალი ტექნოლოგიები. საუბარი იყო მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში.
​საიუბილეოდ შედგა წიგნის პრეზენტაცია – “ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორია 1946 წლიდან დღემდე.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები