თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა.
ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობაა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.
სასახლის ტერიტორიაზე დამონტაჟდა აივნების სვეტები, ჩატარდა კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა, დამონტაჟდა ვიტრაჟები და გარე განათება. სასახლის რეაბილიტაცია 1 871 893 ლარი დაჯდა.
სასახლის ეზოში ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი. პროექტის ფარგლებში, უკვე ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.

14914855_319804921739669_190694334_n

14875329_319804925073002_1441594755_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები