თემურ ხუბულური გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ხურვალეთის, შავშვების დევნილთა ჩასახლებების, ატენისა და ხიდისთავის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე და მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ პროგრამებზე, რომლებიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დეპუტატობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობისთვის განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა.
„კომუნიკაცია, ინფორმირება , მუდმივად დიალოგის რეჟიმში ყოფნა – ესაა ჩემი მთავრი დაპირება. მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი პრობლემებს ზედაპირზე ამოსწევს. საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოპოვების შემთხვევაში, სწორედ მე ვიქნები ამ პრობლემების დროულად მოგვარების გარანტი. ადგილობრივების მოთხოვნას „სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მინიჭების საკითხის გადახედვა წარმოადგენდა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ბენეფიციარის საქმე და „სოციალურად დაუცველ პირთა“ სტატუსის მინიჭების საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ. ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად, დავიწყებ აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობას და პირადად გავეცნობი ჩემს რაიონში თითოეული ბენეფიციარის საქმის დეტალებს. გორის რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სახელოვანი სპორტსმენებით. მე მსურს, ჩემს რაიონში სპორტს ეკავოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების მიზნით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა სოფელში სპორტული კომპლექსების, მინი სტადიონების მოწყობა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები