სარფის საბაჟოზე გადააგდილება თავისუფალია

სარფის საბაჟოზე გადაადგილება თავისუფალია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადაადგილება ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება. საზღვარზე მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რიგებია. მოქალაქეების ინფორმაციით, საბაჟოს თურქული მხარის სისტემა ნაწილობრივ აღდგა და თურქ მებაჟეებს ადგილზე ქართველი კოლეგები ეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდული იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეფერხება გამოწვეული იყო საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET“ – ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდებოდა არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები