გიორგი ჩოგოვაძე: საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის 22 მილიონი ლარი დაიხარჯა

“წელს დაახლოებით 22 მილიონი ლარი დაიხარჯა და ახლაც იხარჯება საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ჩემი კითხვა“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩოგოვაძის განმარტებით, ის ბაზრები, რომელთა შერჩევაც იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი მარკეტინგულად,  რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ.
„წელს დაახლოებით, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა და ახლაც  იხარჯება საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, მარკეტინგის ფული არასდროს არის საკმარისი, რადგან ძალიან ბევრია ქვეყანა, საიდანაც შეგვიძლია ტურისტი მოვიზდოთ და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ როგორც ქვეყნები, საიდანაც გვინდა, რომ ტურისტი მოვიზიდოთ, ასევე ის მარკეტინგული არხები, თუ რაში ვხარჯავთ ჩვენ საქართველოს რეკლამირების დროს ფულს. ის ბაზარი, რომელსაც ვირჩევთ, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვანს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთი გახლავთ პირდაპირი ავიამიმოსვლა. ასევე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გარკვეული დონის არსებობა ამა თუ იმ ბაზარზე“, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი მოიწვია საქართველოში. ამასთან, ხდება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ჩამოყვანა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები