საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფიო შამანიდი კობის ოს მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში – სოფიო შამანიდი ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მცხოვრებ ოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
სოფიო შამანიდის განცხადებით, ეთნიკურად ოსი მოსახლეობა, რომელიც კობში, ალმასიანში და ამ რეგიონში ცხოვრობს, გარდა იმისა, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, უმთავრეს პრობლემად მაინც მამაპაპისეული სახლების დაკანონების პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებს.
სოფიო შამანიდი ამბობს, რომ მათ საზღვარზე გადასვლის პრობლემაც ხშირად ექმნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები