რა გახდა საკეისრო კვეთისას 23 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი – ჯანდაცვის სამინისტრო მოკვლევას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქუთაისში “ბომონდის“ კლინიკის შემოწმებას იწყებენ. როგორც „კვირას“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, სამსახურის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს, პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე „ბომონდის“ კლინიკაში შემოწმებას დაიწყებენ. 14793968_1271791386176685_1383720167_n
„როგორც კი ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ „ბომონდის“ კლინიკაში პაციენტი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა, მაშინვე მივმართეთ სასამართლოს. 31 ოქტომბერს, ჩვენი წარმომადგენელი ჩავა ქუთაისში და პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყება“, – აღნიშნა ნინო ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის ახაგაზრდა გოგონა გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, პაციენტი ქირურგის მიერ დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა. გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა “ბომონდის” ქირურგს, მამუკა მიქაძეს ადანაშაულებენ.
როგორც “ნიუპოსტის” რეგიონალურ კორესპონდენტს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, მიქაბერიძე კლინიკა “ბომონდში” მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მიიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომ, პაციენტს, ოჯახთან შეთანხმების გარეშე, მეორე ოპერაციაც ჩაუტარეს, რის შემდეგაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.
გარდაცვლილის ოჯახის პრეტენზიებს ქირურგმა მამუკა მიქაძემ უპასუხა. მედიკოსის მტკიცებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებულმა საკეისრო კვეთამ განაპირობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
23 წლის ლანა მიქაბერიძეს მეუღლე და ორი შვილი, 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.
ახალშობილი ამ დრომდე კლინიკა “ბომონდში” რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები