როგორ დავიცვათ გარემო ცხოველების ექსკრემენტებისგან – გარემოს დამცველის მოსაზრება

გარემოს დაცვითი ახალგაზრდული სტუდია “მეზღაპრეების” ხელმძღვანელი ​ინგა ბაშიროვა მიიჩნევს, რომ ​​შინაური ცხოველების მიერ გამოყოფილი ფეკალიებით, ქალაქის სკვერებისა და ქუჩების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ ქვეითი ინსპექტორების დანიშვნა და ფულადი ჯარიმის დაწესება საკმარისი არ არის და საჭიროა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის სოციალური ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს.
​როგორც “სითი კვირას” ინგა ბაშიროვამ განუცხადა, თბილისის გამწვანებულ ტერიტორიებსა და ქუჩებში მოსეირნე შინაური ცხოველების მიერ დატოვებული ფეკალიებისგან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ძაღლისა და კატის პატრონები ბიოდაშლად პაკეტებს გამოიყენებენ, რადგან პოლიეთილენის პარკში მოთავსებული და ნაგვის ბუნკერში ჩაგდებული ფეკალიები, კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია. clean-up-after-dog1
“ნებისმიერი ფეკალია იშლება მაშინ, როდესაც მას ბიოლოგიური დაშლის საშუალება აქვს. ამ შემთხვევაში ფეკალური მასა უნდა მოთავსდეს არა პოლიეთილენის პარკში, არამედ ბიოდაშლად პაკეტში, რომელიც ადამიანს შეუძლია ჯიბეში ჩაიდოს, ან მიამაგროს ძაღლის საყელურზე. ​​პოლიეთილენის პარკში მისი განთავსებით კაცმა არ იცის, კიდევ რა დაავადებებს მივიღებთ,”- მიაჩნია ​ინგა ბაშიროვას.
სტუდია “მეზღაპრეების” აღსაზრდელებმა თბილისში, რამდენიმე თვის წინათ გამართეს აქცია “სასარგებლო ქმედების ლაბორატორია”, რომლის ფარგლებშიც ისინი უფასოდ ურიგებდნენ მოქალაქეებს ბიოდაშლად პაკეტებს და ამგვარად ცდილობდნენ მოსახლეობაში დაენერგათ კულტურა, რომ კატებისა და ძაღლების პატრონებმა, ქუჩაში არ დატოვონ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების ფეკალიები და ამით სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.12829429_1744612785768650_3630035744622101647_o
სტუდია “მეზღაპრეების” აღსაზრდელები შეეცადნენ, თავიანთი იდეით დედაქალაქის მერია და გარემოს დაცვის სამინისტრო დაეინტერესებინათ.
“800 ლარის გამოყოფაზე იყო საუბარია, რათა პლასტმასის ბოთლებისგან ბავშვებს დაემზადებინათ დისპენსერები და მაღაზიებთან განეთავსებინათ. მაგრამ ამ იდეით არავინ დაინტერესდა და ბავშვებმაც ხელი ჩაიქნიეს. ჯარიმის დაწესება კარგია, მაგრამ თუ არ ამაღლდა მოქალაქეების ცნობიერება, ქვეითი ინსპექტორი ვერაფერს გახდება. საჭიროა, მხოლოდ მიწაში ძირგახვრეტილი ურნების მოთავსება, ამის გაკეთებას მერიის კეთილი ნება სჭირდება. ამას ნებისმიერი მოქალაქეც გააკეთებს”, – აცხადებს იგი.
ინგა ბაშაროვას თქმით, ასევე ​არსებობს ქართული წარმოების სოკოვანი პრეპარატები, რომლებიც ფეკალიებს შლის.
“​ამ თემას წინა პლანზე, რატომ არ სწევენ ცხოველთა უფლებების დამცველები და რატომ არ შემოაქვთ ბიოაქტიური პაკეტები, ჩემთვის გაუგებარია. თუ არ დაინერგა ელემენტარული კულტურა, მერე მოქალაქეები ურნებში პოლიეთილენის პარკებსაც ჩაყრიან და ეს მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. ცოტა შერცხვენით და ცოტა იუმორით გვინდოდა ასეთი პრაქტიკა დაგვენერგა,”- აცხადებს იგი.1001-1
1001 (1)როგორც ცნობილია ცხოველების ექსკრემენტები შეიცავენ ტრიხოცეფალიოზის გამომწვევ პარაზიტებს, ნემატოიდებს- ნაწლავურ პარაზიტებს, სოლიტერებს და სხვა, რომლებიც ვნებენ, როგორც ცხოველებს, ისე ადამიანებს. ყველაზე “უწყინარი” პარაზიტებიც კი, ბავშვებში იწვევენ უმადობას, დიარეას, წონის დაკარგვას და ასე შემდეგ. ასევე ძაღლის ექსკრემენტები ხელს უწყობენ საშიში ბაქტერიების გავრცელებას, როგორიცაა სალმონელა, კოკციდია და პარვოვირუსი.
“ეს მიკროორგანიზმები მიედინებიან მიწისზედა წყლებში და სანიაღვრეებში, შემდეგ კი ჩვენს ბაღებსა და ბოსტნებში. ყველაზე დიდ საშიშროებას ეს წარმოადგენს ბავშვებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს ძაღლები, მაგრამ მათი ფეკალიები, იმის გარდა, რომ ანაგვიანებს ქუჩებს და სვრის ფეხსაცმელს, საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს მთლიანად ეკოსისტემისთვის,”- მიაჩნია სტუდია “მეზღაპრეების” ხელმძღვანელს.
​ინგა ბაშაროვას თქმით, ყველა განვითარებულ ქალაქში არსებობს მარტივი პრაქტიკა, მიწაში ჩადგმული ნაგვის ურნები, სადაც ბიოდაშლად პარკში მოთავსებული ფეკალიები უნდა განთავსდეს, რათა ამგვარად დავიცვათ გარემო.
თბილისში, მოქალაქეების მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტებს, 2017 წლიდან, ქვეითი ინსპექტორი გააკონტროლებს. სკვერების და ქუჩების ძაღლის, ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით დაბინძურების გამო, მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად არ მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას.
წყარო: city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები