ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია.
პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა 25 ნოემბერს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები