სროლა ბახტრიონზე – ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, გვიან ღამით, ბახტრიონის ქუჩაზე ორი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, კლინიკაში ორივე ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
ერთ-ერთს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს მუხლის არეში.
ღამის საათებში ორივე პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები