კახეთის გზატკეცილზე 200 ხე დაირგო

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, კახეთის გზატკეცილზე 200 ძირი ნეკერჩხლისა და კიპარისის ხეები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა და მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილები, რომელთა გამწვანებაც საშემოდგომო რგვების ფარგლებში განხორციელდება, მოსახლეობასთან ერთად შეირჩა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო, ხოლო 30 000-მდე ნერგი სკვერებში, გამზირებსა და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
სპეციალისტების რეკომენდაციით, საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები.
დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები