თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე, ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხებაა

“თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე შეფერხებაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში თურქეთის საკონსულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სარფის საბაჟოზე არსებული შეფერხების საკითხის კომენტირებისას განუცხადეს.
საკონსულოს ინფორმაციით, გუშინ დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი და მის გამოსასწორებლად სპეციალისტები მუშაობენ.
“სისტემური შეფერხებაა, რაც გუშინ საღამოს დაიწყო, თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზეა ეს პრობლემა. ზოგჯერ ირთვება პროგრამა და ატარებენ მოქალაქეებს, მუშაობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე”, – განაცხადეს საკონსულოში.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება ეტაპობრივად ხორციელდება. მათი ინფორმაციით, გადაადგილების სრულ აღდგენას დრო სჭირდება.
„ჰქონდათ ტექნიკური პრობლემა, თქვეს, რომ სერვერს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი. ქართველ მებაჟეებს აქვთ კონტაქტი თურქ კოლეგებთან 24 საათის განმავლობაში. როგორც მათ თურქი მებაჟეები ეუბნებიან, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრას”, – აცხადებენ პრესსამსახურში.
სარფის საბაჟოზე შეფერხებულია მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში გადასვლა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შემოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები