ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

კაჭრეთის “ამბასადორში”, პროექტის “MOLI კახეთში” დაკვეთით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი „MOLI კახეთში“ შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობითა და  საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER”- ის მიერ, მეხუთე წელია  ხორციელდება.
პროექტის ძირითადი მიზანია, ადგილობრივი ფერმერებისათვის გაუმჯობესებული მომსახურებების შეთავაზება შემოსავლების გაზრდის პერსპექტივით. ამისთვის პროექტი მუშაობს სამი მიმართულებით, ესენია: ბაზრის წვდომა, გაუმჯობესებული წარმოება და ბიზნესგარემოს განვითარება (პროექტის შესახებ უფრო მეტი იხილეთ http://moli.ge ).
კვლევის ძირითადი მიზანი იყო მეცხოველეობის სექტორში ჩართული ადგილობრივი მოსახლეების/ფერმერებისა და მეწარმეებისათვის არსებული ფერმერული მოდელების ჩვენება და მათ შორის წარმატებული მოდელების გამოყენება ფერმერული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 7 ფერმერული მოდელი. თითოეული წარმოდგენილი იყო ცალ-ცალკე, რაზეც დეტალურად ისაუბრეს კვლევაში ჩართულმა ISET – ის სკოლის სპეციალისტებმა. პრეზენტაციას ადგილობრივი მეცხოველეობის სექტორში ჩართული მეწარმეები, კახეთის სხვადასხვა რაიონის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები